შპოლა – აგრო ინდუსტრი

სიმინდისა და მზესუმზირის ჰიბრიდული თესლების წარმოება.

logo_Shpola-argo_industry

კომპანია შპოლა–აგრო ინდუსტრი მუშაობს 2003 წლიდან.

დღესდღეობით კომპანიის ძირითადი მიმართულება არის – სიმინდისა და მზესუმზირის თესლების მოყვანა. სპეციალური ტექნოლოგიით მიმდინარეობს „დედის“ და „მამის“ თესვა. შემდგომ ხდება სათესლე ნედლეულის აღება, ქარხანაში გადამუშავება, სადაც ხდება გაწმენდა, დაკალიბრება, შეწამვლვა და შეღებვა. შემდეგ თესლები თავსდება ტომრებში და პროდუქცია მზად არის გასაყიდად.
მუშაობის საწყის ეტაპზე კომპანია ამუშავებდა 3 000 ჰექტარს, ახლა კი ამუშავებს 15 000 ჰექტარს. 2006 წლიდან ჩვენ გამოვიყენეთ ახალი ტექნოლოგია ნოუ–ტილ, რომელიც ფრედერიკმა არგენტინიდან შემოიტანა, იქვე იქნა შეძენილი პირველი „ჯორჯის“ სათესები.

ფაქტიურად, უკრაინაში ჩვენ ვიყავით პიონერები ნოუ–ტილ–ის ტექნოლოგიის დანერგვაში.

ნიადაგის თესლბრუნვისათვის და კომპანიის სხვა საჭიროებისათვის ჩვენ ასევე ვთესავთ საშემოდგომო ხორბალს რაფსს, ქერს, სოიოს და მუხუდოს.
თესლების წარმოების სრული ციკლის დასახურად 2012 წელს ქალაქ შპოლაში ჩვენ შევისყიდეთ ყოფილი შაქრის ქარხანა და მოცემულ მომენტში სრულდება მისი გადაიარაღება სათესლე ქარხნად.

ქარხნის სრული დატვირთვით ასამუშავებლად ასევე იგეგმება სათესი ფართობების გაზრდა.

Шпола-Агро Индустри

შპოლა–აგრო ინდუსტრი

შპოლა–აგრო ინდუსტრი–ს ხელმძღვანელის ალექსანდრე კისილიოვის აზრით, თესლების მოსაყვანად ფართობის ყველაზე ოპტიმალურ ზომად ითვლება დაახლოებით 25 000 ჰექტარი.
კონტაქტები:
20615, ჩერკასკის ოლქი, შპოლიანსკის რაიონი,
სოფელი სიგნაივკა, რადიანსკაი ქ. 3
shpolaagro@mail.ru
(04741) 2-68-32
Fax. (04741) 2-68-30

თანამშრომლობისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონზე + 38 ( 044 ) 525 26 75