Frédéric Chavigny

Frederic Chavigny დაიწყო აგრო ბიზნეს უკრაინაში 1991 წლიდან.

Frédéric Chavigny
წარმოშობით მე საფრანგეთის ცენტრიდან ვარ– რეგიონი შატოდენი.
მთელი ცხოვრების მანძილზე ვესწრაფვოდი გამხდარვიყავი პროპესიონალი აგრარულ დარგში.
უკრაინას პირველად 1991 წელს ვეწვიე და 20 წელიწადში შევქმენი ერთ-ერთი მსხვილი სათესლე კომპანია, რომელიც აწვდის მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ჰიბრიდებს როგორც უკრაინის ასევე რუსეთის, ბელორუსიის, საქართველოს და ყაზახეთის მინდვრებს.
მე გავეცანი ბევრ კომპანიას, რომლებიც აწარმოებენ ტექნიკას სოფლის მეურნეობის საწარმოებისათვის. ხანგრძლივი და დეტალური შერჩევის შემდეგ მე ავარჩიე ტექნიკა ჩემი მინდვრებისთვის ჩერკასსკის ოლქში. ჩემს პარტნიორებთან ერთად ჩვენ შევძელით შეგვეტანა ბევრი ცვლილება კონსტრუქციებში მიწათწარმოების უფრო მეტი ეფექტურობის მიზნით, რისთვისაც მე მათი მადლობელი ვარ. ამის შემდგომ გადავწვიტე, რომ უკვე შემეძლო გამზადებული ტექნიკა შემეთავაზებინა სხვა აგრო მუშაკებისთვისაც. ასე ჩამოყალიბდა მიმართულება – Fram.

ყველა სახის ტექნიკა, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ გადის გამოცდას ჩვენს მინდვრებზე, და ისინი ჩვენ ცოტა არ გვაქვს. მხოლოდ იმის შემდეგ, რაც გავერკვევით ტექნიკის ყველა ნიუანსსა და დეტალში – ჩვენ ვთავაზობთ მას კლიენტს.

ჩემი პრინციპებია – ხანგრძლივი და ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობა, რომელიც ნდობაზეა აგებული. წლის განმავლობაში მე შეიძლება რამოდენიმეჯერ მივიდე ჩემი პარტნიორის მინდვრებზე, დავათვალიერო, თუ როგორ ვითარდება თესლები, მივცე რჩევა, გავუწიო კონსულტაცია და მასთან ერთად დავგეგმო თუ როგორ ვიმუშავებთ მომავალში. ყოველი ჩემი მოქმედება მიმართულია განვითარებაზე. სამყარო არ დგას ერთ ადგილზე და უკვე 25 წლის შემდეგ პლანეტის მოსახლეობა სამჯერ გაიზრდება. ჩვენი ამოცანაა უზრუნველვყოთ ის საკვებით. ასე რომ, მსოფლიოს გააჩნია მოთხოვნა ისეთ აგრარულ მუშაკებზე როგორიც მე ვარ.

Frédéric Chavigny на поле
ფრედერიკ შავინის კიდევ ერთი გატაცებაა რალლი–რეიდები. 2009 წლიდან ის მონაწილეობს დაკარის რალლი–მარათონში, რომელიც იმართება იანვარში სამხრეთ ამერიკაში, ხოლო ზაფხულის პერიოდში ფრედერიკი მონაწილეობს „რუსეთის აბრეშუმის გზის“ რბოლაში.
ვიდეო (DAKAR 2014)
Качественная сельскохозяйственная техника FRAM: культиваторы, зерновые сеялки, плуги и дискаторы / Украина, Россия, Грузия /

თანამშრომლობისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონზე + 38 ( 044 ) 525 26 75