კომპანია Byfrederik-მა საქართველოდან შპოლაში მაღალი რანგის დელეგაცია მიიღო

კომპანია Byfrederik-ს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია ეწვია. დელეგაციამ მოინახულა აგროსაწარმოები შპოლის რაიონში და უკრაინის მაგალითზე გაანალიზა საქართველოში Byfrederik-ის განვითარების პერსპექტივები.

დელეგაციას თავმჯდომარეობდა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ბატონი იური ნოზაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ კომპანია Byfrederik-ის ხელმძღვანელის, ფრედერიკ შავინის გამოცდილება ძალიან მოთხოვნადია საქართველოში. “დღეს საქართველოში ჩვენ ვიმყოფებით სოფლის მეურნეობის აქტიური განვითარების სტადიაში. მზადდება ახალი საკანონმდებლო ბაზა, ფართოვდება ფერმერთათვის საკრედიტო პროგრამები, მიმდინარეობს ახალი ჰიბრიდების შექმნა. APK ხდება ფუნდამენტი ჩვენი ქვეყნისთვის. თქვენი დახმარებით და გამოცდილებით ჩვენ შევძლებთ დროულად გავიაროთ ეს გზა და ხარისხიანი გავხადოთ”,განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

DSC_0415

დელეგაციამ რამდენიმე დღის განმავლობაში მოახერხა დაეთვალიერებინა შპოლიანსკის რაიონის ტერიტორიაზე მეცხოველეობის ფერმა, კომპანიათა ჯგუფის Byfrederik -ის სამრეწველო და სასელექციო სიმინდის, მზესუმზირისა და ხორბლის მინდვრები, თესლის მწარმოებელი ქარხანა და ელევატორი.

სტუმრების მთავარი ყურადღება მიიპყრო სიმინდის სასელექციო მინდვრებმა. დელეგაციის შემადგენლობაში იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი ბატონი ლევან უჯმაჯურიძე. მან აღნიშნა, რომ საქართველო დღეს დგას სიმინდის ქართული ჰიბრიდების გამოყვანის გზაზე. Byfrederik-ის მინდვრების დათვალიერებისას ქართული დელეგაცია გააოცა საქმისადმი მიდგომამ და მასშტაბებმა. .”რაც აქ ჩვენ ვნახეთ და გავიგონეთ ფრედერიკ შავინისგან, ეს ძალიან მართალი და სერიოზული მიდგომაა სასელექციო სამუშაოსადმი. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ შევიმუშავებთ Byfrederik-თან საქართველოში მუშაობის საერთო პროგრამას”.

DSC_0596

შევთანხმდით, რომ თანამშრომლობის შემდგომი ეტაპი იქნება ზაფხულის ბოლოს Byfrederik-ის და საქართველოს სამეცნიერო კვლევითი ცენტრის სელექციონერების შეხვედრა. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის თანაშემწე ბატონმა ომარ კაჭარავამ, რომელიც უკვე 30 წელია მუშაობს საქართველოს სოფლის მეურნეობაში, ურჩია თავის კოლეგებს ზედმიწევნით მიაქციონ ყურადღება კომპანია Byfrederik-ის ჯგუფის მუშაობას.

DSC_0616

“ორგანიზების უმაღლესი დონე, როგორ ასწრებთ უზარმაზარ ფართობებზე ასე სწრაფად და დალაგებულად მუშაობას, ასეთი მასიური ინფორმაციის პირობებში”
– განცვიფრებული იყო მინისტრის მრჩეველი. “ჩვენ უფრო მეტად გვინდა შევისწავლოთ თქვენი მუშაობის გამოცდილება ჰიბრიდებთან და გადმოვიტანოთ იგი საქართველოში. მზად ვართ Byfrederik-თან თანამშრომლობისთვის-ნანახზე შთაბეჭდილებები შეაჯამა მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ.

კომპანიათა ჯგუფის byfrederik-ის განსაკუთრებულ ყურადღებას იბყრობს სიმინდის ჰიბრიდების გამოყვანა ფაო-400-დან 800-მდე. შესაძლებელია მსგავსი ჰიბრიდები გამოყვანილი იქნას საქართველოს ტერიტორიაზე, ხოლო შემდგომში მათი გამოყენება მოხდეს საკმაოდ შორს მის ფარგლებს გარეთ. მიმდინარე წელს Byfrederik-მა დათესა პირველი სასელექციო მინდვრები საქართველოში, თბილისთან ახლოს, ხოლო გასულ წელს შეიძინა თესლის გადამამუშავებელი ქარხანა. ამგვარად, ფრედერიკ შავინი განსაკუთრებულად გამოყოფს თავისი ჯგუფის განვითარებას სამრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით ევროპასა და შუა აზიაში.

DSC_0588

თანამშრომლობისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონზე + 38 ( 044 ) 525 26 75