შპოლა–აგრო ინდუსტრი შევიდა ტოპ 100 უკრაინის აგრარული

Фото1 2014 წლის 24 აპრილს კიევში გაიმართა უკრაინის აგრარული ელიტის „ტოპ ასეულის“ გამარჯვებულების დაჯილდოვება. ღონისძიების ორგანიზატორებმა ჟურნალ The Ukrainian Farmer ბაზრის 23 ექსპერტთან ერთად განსაზღვრეს უკრაინის აგრარული ბაზრის საუკეთესო კომპანიების ვინაობა. 20 ნომინაციაში წარმოდგენილ იქნა ხუთ–ხუთი უკრაინის ბაზარზე მოუშავე კომპანია.

სასიამოვნოა იმის აღნიშვნა, რომ შპოლა–აგრო–ინდუსტრი აღიარებული იქნა ამ დარგის ექსპერტებისა და საზოგადო მოღვაწეების მიერ, რამაც საშუალება მისცა კომპანიას შესულიყო უკრაინის „ტოპ ასეული“ კომპანიების ჩამონათვალთა სიაში. ჩვენი კომპანია მოხვდა ნომინაციაში – საუკეთესო უცხოური ინვესტორი. კომპანიათა ჯგუფის ByFrederic–ის ხელმძღვანელმა ფრედერიკ შავინმა აღნიშნა, რომ კომპანია ბაზარზე უკვე არაერთხელ იქნა აღიარებული.

„ეს ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობაა, ვიყოთ ამ ბაზრის ერთ-ერთი ორიენტირი რამოდენიმე წლის განმავლობაში. ამავდროულად, ეს არის დამსახურებული ჯილდო, ვინაიდან ჩვენ მუდმივად განვითარებისა და ზრდის პროცესში ვიმყოფებით. ჩვენ ვუშვებთ მრავალ ახალ პროექტს და მივესწრაფით არსებული ტექნოლოგიების სრულყოფისაკენ. მადლობას გიხდით, რომ ამჩნევთ ჩვენს ცვლილებებს“

, – განაცხადა კომპანიათა ჯგუფის ByFrederic–ის ხელმძღვანელმა, ფრედერიკ შავინიმ და ასევე მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებს მათ მიერ შეტანილი წვლილისათვის უკრაინული აგრარული სექტორის განვითარებასა და მხარდაჭერისათვის. დაჯილდოება გაიმართა საზეიმო ვითარებაში არამარტო აგრარული დარგის ცნობილი მოღვაწეების, არამედ უკრაინის კულტურის, სპორტისა და მეცნიერების წარმომადგენლების მონაწილეობით.

თანამშრომლობისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონზე + 38 ( 044 ) 525 26 75